თეგი: ფონ დერ ლაიენი

ფონ დერ ლაიენი: 8 თვეში რუსული გაზის 2/3 -ი ჩავანაცვლეთ

 რუსული გაზის 2/3 -ის ჩასანაცვლებლად ევროკავშირს 8 თვე დასჭირდა. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.  თენგიზ ფხალაძე: ევროკავშირმა, აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდაში, ფინანსური წვლილი უნდა შეიტანოს „მარტში, დიდწილად ვიყავით დამოკიდებული რუსულ გაზზე. მაშინ ვფიქრობდით, რომ რუსული გაზის ჩანაცვლებას წლები დასჭირდებოდა. მაგრამ ფაქტია, რომ ამისთვის 8 თვე დაგვჭირდა, რომ რუსული გაზის 2/3 ჩაგვენაცვლებინა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.  წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს მისი თქმით, ევროკავშირმა შეძლო გაზის მომწოდებლების დივერსიფიცირება, თუმცა ეს საკმაოდ „ზვირი დაჯდა“.  „ამიტომ აუცილებელია ახალ წყაროებში ინვესტირება, განსაკუთრებით ენერგიის განახლებად წყაროებში“, - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.  ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს   

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი მიზანია რუსული აქტივების არამხოლოდ გაყინვა, არამედ, ჩამორთმევაც

ევროკავშირმა უკვე ბევრი გააკეთა რუსული აქტივების გაყინვის თვალსაზრისით და რუსული „ომის მანქანის“ დაფინანსების შესაზღუდად, თუმცა საჭიროა ამ საკითხის იურიდიულად დამუშავება, რომ ეს რესურსი უკრაინის აღსადგენად გამოვიყენოთ. მარიო დრაგი: ოლიგარქების აქტივების გაყინვასთან დაკავშირებით, იტალიას მიბაძეთ ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს ბერლინში უკრაინის რეკონსტრუქციის ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენციაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენი მიზანია რუსული აქტივების არამხოლოდ გაყინვა, არამედ, ჩამორთმევაც, მაგრამ ამისვის საჭიროა სამართლებრივი საფუძველი. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან ექსპერტები ყველა წევრი ქვეყნიდან, არიან საერთაშორისო ექსპერტებიც.  ჯგუფს ეწოდება „გააჩერე და გაყინე“. ჯგუფის მიზანია არამხოლოდ აქტივების იდენტიფიცირება, რომლებიც გაყინულია, არამედ, სამართლებრივი წინაპირობების განსაზღვრა, რომლის საფუძველზე შესაძლებელია ამ აქტივების ჩამორთმევა და გამოყენება უკრაინის აღსადგენად“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.  

უკრაინის რეკონსტრუქციას €350 მილიარდი და საერთაშორისო კოორდინაცია სჭირდება - ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, დღეს ბერლინში, უკრაინის რეკონსტრუქციის ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციას €350 მილიარდი და საერთაშორისო კოორდინაცია დასჭირდება.  „ახლა არის დრო, რომ ეს პლატფორმა (უკრაინის რეკონსტრუქციაზე - რედ.), საერთაშორისო დონორებთან და ბიზნესთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით ამოქმედდეს. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, ნგრევის მაჩვენებელი შემაძრწუნებელია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ზარალის ოდენობამ შესაძლოა, €350 მილიარდს მიაღწიოს. ეს რა თქმა უნდა, იმაზე მეტია, ვიდრე ერთ ქვეყანას ან ერთ გაერთიანებას შეუძლია, დამოუკიდებლად შეძლოს. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება დახმარება ყველასგან -G7-დან, ევროკავშირიდან, ევროპიდან. პროცესში უნდა ჩაერთონ ამ ორგანიზაცების ძლიერი პარტნიორები, როგორიცაა შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და მრავალი სხვა“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.